2025-05-09

18:06

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა

სპორტი
07-05-2025 11:10
პერუში ძალოსნობის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც საქართველოს 17 და 20 წლამდე ნაკრებებმა იასპარეზეს. ქართველმა ძალოსნებმა ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა ტყეშელაშვილმა (102 კგ) ატაცში 145 კგ დაძლია და ვიცე-ჩემპიონი გახდა, აკვრასა და ორჭიდში კი ჩემპიონობა იზეიმა, მან აკვრაში 192 კგ-ს გაართვა თავი, ორჭიდში კი 337 კგ დააგროვა; დიმიტრი აბრალავა (67 კგ) აკვრაში დაძლეული 147 კილოგრამით ვიცე-ჩემპიონი გახდა; საბა ჩიხლაძემ (102 კგ) კი ატაცში აწეული 130 კილოგრამით, აკვრაში 162 კგ-ით, და ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, აკვრასა და ორჭიდში კი მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, მან აკვრაში 198 კგ აწია, ორჭიდში კი 360 კგ დააგროვა; გიგა ოდიკაძემ (61 კგ) ატაცსა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ატაცში 123 კგ დაძლია, ორჭიდში კი 270 კგ დააგროვა; ხოლო ნანა ხორავამ (76 კგ) ატაცში 103 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ძალოსნები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-05-09 10:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს

პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

2025-05-08 14:50
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!

„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

2025-05-07 11:10
სპორტი

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა

20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს

2025-05-06 11:54
სპორტი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფეხბურთელთა ნაკრები "ევროპის მედიათასის" ვიცე-ჩემპიონია!

ტურნირის სასტარტო შეხვედრაშივე ჩემპიონთან მოგვიწია დაპირისპირება და პირველი რევანშიც შედგა

2025-05-05 12:55
სპორტი

"გურთიადის" თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა ანკარაში, ვეტერანთა შორის გამართულ მაგიდი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით ვულოცავთ ბატონ ოქტაი ოზთურქს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები