VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით მატჩში საფრანგეთს უმასპინძლა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. ლევან სვანაძის სადებიუტო სანაკრებო გოლს და ვახტანგ ჯვარაშვილის ზუსტ დარტყმას სტუმრებმა ტაიმის ბოლო წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს. შესვენების შედმეგ საფრანგეთის ნაკრებმა კიდევ ორჯერ გაიტანა, თუმცა არჩილ სებისკვერაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, სებისკვერაძეს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მის მიერ შესრულებული 10-მეტრიანი დარტყმა მეკარემ მოიგერია.
შედეგად, საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები 13 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ამ შედეგით საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. ჩვენი გუნდის მეტოქე 21 მაისს დაგეგმილ წილისყრაზე გაირკვევა. ორმატჩიანი პლეი-ოფი კი, მიმდინარე წლის 15-24 სექტემბერს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს ლატვია და ლიეტუვა უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, პლეი-ოფის თამაშის უფლება მოიპოვეს ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბელგიამ, უნგრეთმა, იტალიამ, ყაზახეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა.
ნანახია: 556
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss