საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან შეხვედრაზე განიხილა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება გუშინ გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს.
კონტინენტის პირველობაზე, რომელიც თბილისში მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება, ევროპის არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 895
მსგავსი სიახლეები

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss