საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპა 2025“-ის ჩემპიონია!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუშინ „რაგბი ევროპა 2025“-ის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა. ამის თაობაზე სპორტის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“ ესპანელები ანგარიშით 46:28 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მერვედ, სულ კი მეჩვიდმეტედ იზეიმეს. „რაგბი ევროპა 2025“-ის ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა.
შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს: ვანო კარკაძემ (3), აკაკი ტაბუცაძემ (3), ნიკა აბულაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. გარდასახვები კი ზუსტად შეასრულეს დაჩი პაპუნაშვილმა (2) და დავით ნინიაშვილმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ვანო კარკაძე.
„რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს - ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს, მათ შორის შვეიცარიელებთან გამართული მატჩი სარეკორდო ანგარიშით - 110:0 დაასრულეს.
თამაშს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი იანჰაინ პიტერსე. შალვა გოგოლაძემ ეროვნული ნაკრების წევრები მედლებით დააჯილდოვა.
ნანახია: 665
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss