ჩემპიონთა ლიგა – „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა

გუშინ პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ინგლისის „ლივერპულს“ უმასპინძლა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, პარიზელები 0:1 დამარცხდნენ.
ფრანგულ კლუბში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა და მე-20 წუთზე ლამაზი და ოსტატური გოლიც გაიტანა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ცხრა წუთში ქართველმა ვარსკვლავმა კიდევ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ინგლისელები მეკარე ალისონმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმშიც ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, თუმცა, მისი მცდელობების მიუხედავად, „ლივერპულის“ კარში პარიზელები გოლს ვერ იტანდნენ.
78-ე წუთზე ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი შეცვალა. შეხვედრის ბედი კი 87-ე წუთზე გადაწყდა – „ლივერპულის“ სწრაფი კონტრშეტევა შეცვლაზე შესულმა ჰარვი ელიოტმა დააგვირგვინა. ეს ინგლისელთათვის პირველი ზუსტი დარტყმა იყო შეხვედრაში.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.
ნანახია: 170
მსგავსი სიახლეები

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ავსტრიის „გრან-პრის” ჩემპიონია!
ფინალამდე გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ და კვიპროსელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში

შალვა პაპუაშვილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომა
მამუკა ხაბარელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია გააცნო ოლიმპიური ფესტივალის

ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
მოასპარეზე სპორტსმენი ალიაკსანდრა პიატროვა ანგარიშით 15:14 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა

ჩემპიონთა ლიგა – „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა
ფრანგულ კლუბში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული
clickss