საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე /მიხეილ მესხი 2-ზე/ ანდორის ქალთა ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 69-ე წუთზე, ანგარიში სტუმრებმა გახნეს. საქართველოს ნაკრებმა 83-ე წუთზე მაიკო ბებიას 11-მეტრიანით გაათანაბრა. ოთხ წუთში კი, თეონა ბაქრაძემ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.
ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშების მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები არიან ანდორის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებები.
დავით გაგუა
ნანახია: 53
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის ნაკრები დაამარცხა
შეხვედრაში ანგარიში ანდორელებმა გახსნეს. 84-ე წუთზე მაიკო ბებიამ ზუსტად შესრულებული პენალტით

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ,,ევრობასკეტზე" ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს
შეხვედრის პირველი ნახევარი ეროვნული ნაკრების 12-ქულიანი უპირატესობით - 37:25 დასრულდა

მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში სამი მედალი მოიპოვა
ხმლით ფარიკაობის ფინალში (A კატეგორია) ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშების ჩემპიონია!
ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში იტალიელი იულია მარკოვსკა ანგარიშით 15:5 დაამარცხა

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა!
„ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა
clickss