2025-02-22

00:39

ნოემბერში თვეში საქართველოს იაპონიის რაგბის ეროვნული ნაკრები ესტუმრება

სპორტი
19-02-2025 12:20

2025 წლის შემოდგომის ტესტმატჩებს ბორჯღალოსნები საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ. სამიდან ერთ-ერთი მეტოქე, რომელსაც 22 ნოემბერს ვუმასპინძლებთ, ტიერ 1-ის იაპონია იქნება, რომელსაც შარშან სტუმრად მოვუგეთ და ახლა რევანში წყურიათ.

„საქართველო მსოფლიო რაგბში ყველაზე განვითარებადი ქვეყანაა. ისტორიულად ძლიერი ქართველი მორკინალები ახლა დიდ დახმარებას იღებენ ინდივიდუალიზმით გამორჩეული ხაზის მოთამაშეებისგან. საქართველოსთან თამაში ევროპული ტურის შესანიშნავი დასასრული იქნება და ის მოთამაშეებს არასდროს დაავიწყდებათ“, – განაცხადა იაპონიის ნაკრების ავსტრალიელმა დამრიგებელმა, ედი ჯონსმა.

იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ გვითამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დავამარცხეთ, მათთან ჯერაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. განვლილი თამაშებიდან სამი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სამჯერ იაპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. მათგან ორი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 5-ში კი მეტოქემ იმარჯვა.

იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 32:7 მოიგეს. 2012 წელს აზიელები „მიხეილ მესხზე“ გვეწვივნენ და ბოლო წუთზე აღებული 3 ქულით 25:22 მოიგეს. 2014 წელს იაპონელებს კვლავ „მესხზე“ დავუხვდით და ამჯერად 35:24 გავიმარჯვეთ.

მომდევნო წელს იაპონელებს ინგლისში, გლოსთერში მსოფლიო თასის წინ შევხვდით (10:13), 2016-ში კი მესამედ ვუმასპინძლეთ თბილისში (22:28). 2018 წელს მასპინძლებმა იაპონიაში მშრალი ანგარიშით, 28:0 გვაჯობეს, შარშან ზაფხულში კი მათ სენდაიში ვეწვიეთ და 25:23 დავამარცხეთ.

რომელ ქალაქში და სტადიონზე გაიმართება 22 ნოემბრის შეხვედრა, მოგვიანებით გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

2025-02-21 12:34
სპორტი

მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში სამი მედალი მოიპოვა

ხმლით ფარიკაობის ფინალში (A კატეგორია) ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ

2025-02-21 10:43
სპორტი

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშების ჩემპიონია!

ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში იტალიელი იულია მარკოვსკა ანგარიშით 15:5 დაამარცხა

2025-02-20 14:55
სპორტი

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა!

„ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა

2025-02-19 15:18
სპორტი

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

მოკლე პროგრამა მათ 70,58 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. სპორტსმენებმა ლიდერობა

2025-02-19 12:20
სპორტი

ნოემბერში თვეში საქართველოს იაპონიის რაგბის ეროვნული ნაკრები ესტუმრება

იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ გვითამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დავამარცხეთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები