2025-02-21

03:32

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა

სპორტი
18-02-2025 13:36

დახურვის საზეიმო ცერემონია ბაკურიანში გაიმართა. ცერემონიაზე ფესტივალის საუკეთესო სპორტსმენებს - დანიელ პედრანცინის და მიხაელა სტრაკოვას - ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის  ჯილდოები გადაეცათ. ცერემონიაზე საქართველოს მედროშე სამთო-მოთხილამურე ირაკლი ხერგიანი იყო. ღონისძიებაზე EOC-ის დროშა გადაეცა რუმინეთის ქალაქს ბრაშოვს, რომელიც 2027 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში მე-15 ადგილი დაიკავა. ჩვენს ქვეყანას ისტორიული ოქროს მედალი ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოუპოვა. 15 წლის ინგა გურგენიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე  ოქროს მედალი მიიღო. ფესტივალზე საქართველოს ღირსებას ზამთრის სპორტის  სამ სახეობაში რვა ქართველი სპორტსმენი იცავდა.

2025 წლის ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში  ზამთრის სპორტის რვა სახეობაში იმართებოდა. ფესტივალში მონაწილეობა ევროპის 45 ქვეყნის 1000-ამდე სპორტსმენმა მიიღო. ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ფესტივალისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3,5 კმ სიგრძის ტრასა, ხოლო თბილისსა და ბათუმში ყინულის არენა ააშენა.

მსგავსი სიახლეები

2025-02-20 14:55
სპორტი

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა!

„ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა

2025-02-19 15:18
სპორტი

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

მოკლე პროგრამა მათ 70,58 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. სპორტსმენებმა ლიდერობა

2025-02-19 12:20
სპორტი

ნოემბერში თვეში საქართველოს იაპონიის რაგბის ეროვნული ნაკრები ესტუმრება

იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ გვითამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დავამარცხეთ

2025-02-18 13:36
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა

საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

2025-02-17 11:14
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები