ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - საქართველოში ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს

ქართველი ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფესტივალი ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს და ქვეყანას ახალი ჩემპიონები ეყოლება.
„საქართველოში გუშინ ჩამოვედი. მამუკამ სასრიალო მოედანზე წამიყვანა, სადაც შესანიშნავი გარემო იყო. ყველა ღიმილით დაგვხვდა, ლამაზი ფორმები ეცვათ. თავი სახლში ვიგრძენი. ქართველი ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის სტანდარტებს. ემოციური იყო მონეტის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა. იგივე გამოვცადეთ ათი წლის წინ, როდესაც ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩაატარეთ. ძალიან წარმატებული ღონისძიება იყო და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. მჯერა, რომ თქვენს ახალგაზრდებს ზამთრის სპორტის ახალი სახეობების აღმოჩენის საშუალება მიეცემათ და ახალი ჩემპიონები გეყოლებათ“, – განაცხადა სპიროს კაპრალოსმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალურად გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები შეფასდა. ხვალიდან კი სტარტს შეჯიბრები აიღებს.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა უკვე მოინახულა სპეციალურად ოლიმპიადისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. სპიროს კაპრალოსმა ოლიმპიურ და საორგანიზაციო კომიტეტებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად სინქრონიზებულია.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 394
მსგავსი სიახლეები

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ავსტრიის „გრან-პრის” ჩემპიონია!
ფინალამდე გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ და კვიპროსელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში

შალვა პაპუაშვილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომა
მამუკა ხაბარელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია გააცნო ოლიმპიური ფესტივალის

ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
მოასპარეზე სპორტსმენი ალიაკსანდრა პიატროვა ანგარიშით 15:14 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა

ჩემპიონთა ლიგა – „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა
ფრანგულ კლუბში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული
clickss