2025-03-12

08:31

VIDEO: ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ გაიხსნა!

სპორტი
10-02-2025 12:57

9 თებერვალს ბაკურიანში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ გაიხსნა!

„ბაკურიანი 2025“-ის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ფესტივალის მონაწილე სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა ფიცი დადეს. საზეიმოდ აინთო „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი.

ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ სამთო მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.

„ბაკურიანი 2025“-ზე საქართველოს ღირსებას სამ სპორტის სახეობაში დაიცავს რვა სპორტსმენი: იასონ ვეზდენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ირაკლი ხერგიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გოგა გულედანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ანასტასია მირიანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნელი უსტიმენკო (სამთო-სათხილამურო სპორტი), ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა), შიო ქუჩუკიანი (ბიატლონი).

შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში  სპორტის  რვა სახეობაში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ამდე სპორტსმენი მიიღებს.  ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში  ფესტივალისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში -  ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3,5 კმ სიგრძის ტრასა, ხოლო თბილისსა და ბათუმში ყინულის არენა ააშენა. „ბაკურიანი 2025“ 16 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

2025-03-11 12:06
სპორტი

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს

2025-03-10 11:44
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ავსტრიის „გრან-პრის” ჩემპიონია!

ფინალამდე გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ და კვიპროსელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში

2025-03-07 16:01
სპორტი

შალვა პაპუაშვილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომა

მამუკა ხაბარელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია გააცნო ოლიმპიური ფესტივალის

2025-03-07 11:43
სპორტი

ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

მოასპარეზე სპორტსმენი ალიაკსანდრა პიატროვა ანგარიშით 15:14 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა

2025-03-06 12:08
სპორტი

ჩემპიონთა ლიგა – „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა

ფრანგულ კლუბში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები