2025-10-17

18:55

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ნინო სალუქვაძეს რეკორდსმენის ტიტული ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა

სპორტი
04-02-2025 10:53
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ ტყვიის ლეგენდარულ მსროლელს, ნინო სალუქვაძეს, ორგზის გინესის რეკორდსმენის ტიტულის მიღება მიულოცა. ტიტული მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის სიხშირის გამო დაიმსახურა.
გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ნინო სალუქვაძეს რეკორდსმენის ტიტული ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა, სადაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები გადასცა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით ჩატარდა.
ნინო სალუქვაძემ 1988 წლიდან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. 1988 წელს სეულში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მან 25-მეტრიან დისტანციაზე - ოქროს, 10 მეტრზე სროლაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ცნობილი მსროლელი 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ათმეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
შალვა გოგოლაძემ ნინო სალუქვაძეს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები