ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშია
სპორტი
23-12-2024 12:14
ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის, მშვიდობის ცეცხლი საქართველოშია. ცეცხლი თბილისში სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ,,ბაკურიანი 2025"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა ჩამოიტანეს.
„ბაკურიანი 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ევროპის 48 ქვეყნიდან ზამთრის სპორტის სახეობების 2000-ამდე სპორტსმენი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოეწყო თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება ევროპაში მერვე ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული ექნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორივე მნიშვნელოვანი ღონისძიება - როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სახეობებში.
ნანახია: 42
მსგავსი სიახლეები
clickss