ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა
სპორტი
13-12-2024 11:36
ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ბაჰრეინი ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (96 კგ), რომელმაც ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ნანახია: 111
მსგავსი სიახლეები
clickss