საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა და B დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ლიეტუვა 4:0 დაამარცხა და ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.
პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინას 1:0 სძლია, მეორეში უელსთან 0:4 დამარცხდა, ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში კი ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ლიეტუვის ნაკრებს 4:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრები 31-ე წუთზე პენალტით ლიზი კანკიამ დააწინაურა. სამ წუთში ჩვენი გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა, მთავარმა არბიტრმა მეტოქის შეჩერებისთვის ლოლიტა კალოიანი გააძევა.
ამის მიუხედავად, 43-ე წუთზე ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე სოფი ხელაშვილმა გაზარდა – საგოლე გადაცემა ნინო ბუხრიკიძემ შეასრულა, რომელიც მატჩის გმირი გახდა. „ნიკე-ლუსოს“ 18 წლის თავდამსხმელმა 45+4-ე წუთზე ანგარიში 3:0 პენალტით გახადა, ხოლო საფინალო სასტვენამდე (90+3) დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი მოიგო და 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც დიდი წარმატებაა. ჯგუფის გამარჯვებული და A ლიგის საგზურის მფლობელი უელსის ნაკრები გახდა, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო.
ნანახია: 89
მსგავსი სიახლეები
clickss