2025-09-13

06:16

ისტორიაში პირველად ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი 19-წლამდელებს შორის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

სპორტი
28-10-2024 15:27
ისტორიაში პირველად ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი 19-წლამდელებს შორის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია!
ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. სპორტსმენმა ტურნირზე ყველა შეხვედრის მოგება გეიმის წაუგებლად შეძლო, ფინალში კი ლიეტუველი მაგიდის ჩოგბურთელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
რიგის საერთაშორისო ტურნირს სარეიტინგო ტურნირის სტატუსი აქვს. ასპარეზობაში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ანასტასია ჩხარტიშვილი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელიც სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ იგი 15-წლამდელთა შორის 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული სერიების გამარჯვებულიცაა. ქართველი მაგიდის ჩოგბურთელები რიგის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები