2024-10-05

14:34

ვილი სანიოლმა ფეხბურთში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სპორტი
03-10-2024 14:49

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის შესარჩევი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – „სარაევოს“ ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. „დინამო თბილისში“ გადასვლის შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა საბა კვირკველია, ხოლო ირაკლი აზაროვი, რომელსაც ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, სიაში ისევ არაა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნები“ 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).

მსგავსი სიახლეები

2024-10-03 14:49
სპორტი

ვილი სანიოლმა ფეხბურთში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების

2024-10-02 16:41
სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული

2024-10-01 15:45
სპორტი

VIDEO/საფეხბურთო მატჩი: საქართველომ აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი

2024-09-30 15:59
სპორტი

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს

მარიამ მურღვლიანმა (87 კგ) ატაცში 105 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში 230 კილოგრამის დაძლევით

2024-09-30 12:12
სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება!

დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები