2025-09-17

05:53

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს

სპორტი
18-09-2024 16:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის" ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.

ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემებიც. დასკვნით ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის მშენებლობა.

ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის" ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები