2024-09-16

23:00

საქართველომ პარალიმპიადაზე მეშვიდე მედალი მოიპოვა - პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ვიცე-ჩემპიონია, ინა ქალდანი კი - ბრინჯაოს პრიზიორი

სპორტი
07-09-2024 16:50
პარიზის პარალიმპიური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა. ქართველმა პარაძიუდოისტებმა გიორგი ქალდანმა (73 კგ, კატეგორია J2) ვერცხლი, ინა ქალდანმა (70 კგ, კატეგორია J2) კი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.
გიორგი ქალდანმა ფინალი იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო.
ინა ქალდანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი აიალა მერეკე დაამარცხა.
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ინა ქალდანმა მედლის მოპოვება პარაოლიმპიადაზე ზედიზედ მეორედ შეძლო. ტოკიოს პარალიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მიიღო.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
7 სექტემბერს საქართველოს ღირსებას პარაძიუდოისტები - ლაშა ყიზილაშვილი და რევაზ ჩიკოიძე - დაიცავენ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები

2024-09-16 14:48
სპორტი

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა „დევისის თასზე" მექსიკა დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მექსიკა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მომავალი წლიდან ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიოს I-ის ჯგუფის პლეი-ოფში

2024-09-13 16:48
სპორტი

დევისის თასზე წილისყრა გაიმართა - საქართველოს ნაკრები მექსიკის ნაკრებს უმასპინძლებს

ერთეულთა თანრიგის მეორე მატჩში საქართველოს მეორე ნომერს, ალექსანდრე ბაკშის მექსიკის ნაკრების პირველი ნომერი როდრიგო პაჩეო

2024-09-13 10:57
სპორტი

პრემიერი - 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა პარიზიდან სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც უნ

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში.

2024-09-12 10:56
სპორტი

საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედ

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოკრივე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართულ

2024-09-11 13:23
სპორტი

VIDEO: ალბანეთი VS საქართველო - 0:1

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები