2025-11-07

11:24

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა (U21) ნაკრებმა ბათუმში მოლდოვა დაამარცხა

სპორტი
06-09-2024 16:58

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა (U21) ნაკრებმა, შემოდგომის სანაკრებო ციკლის პირველ მატჩში, ბათუმში მოლდოვას უმასპინძლა, მეტოქე დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილი განიმტკიცა.

ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გამართულ მატჩში, პირველი გოლი მატჩის მე-14 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა თავური დარტყმით გაიატანა, რომელმაც ლაშა ოდიშარიას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლიც 49-ე წუთზე ოდიშარიას დაწყებულ შეტევას მოჰყვა, ამჯერად თავი გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა.

მატჩის მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი აბუაშვილმა სხვაობა სამამადე გაზარდა და 21-წლამდელთა რიგებში თავისი მეორე გოლის გატანა შეძლო - საგოლე პასი ამ ეპიზოდშიც, ლატვიური რფს რიგას შემტევს - ლაშა ოდიშარიას ეკუთვნოდა.

მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ, ხვალ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც ხვალ შინ გიბრალტარს მასპინძლობს. ჯგუფში პირველ ადგილს 21 ქულით ნიდერლანდები იკავებს.

2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი, ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზურიც ამ გზით გადანაწილდება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები