2024-09-16

22:59

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

სპორტი
05-09-2024 11:07

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში გუშინ მესამე ვარჯიში გამართა. 4 სექტემბერს, ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა და ნაკრების ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ ნაკრების დებიუტანტები - შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე. ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს. 

შოთა ნონიკაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „თითოეული ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება ნაკრებში გამოძახებაა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ ახლა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ნაკრებში ოჯახური გარემოა.

ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ოთახში ჩემი სახელობითი დროშა დამხვდა. 

ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნაწილობრივ შესრულდა და ეროვნულ გუნდში ვარ. ახლა კი, მთავარი მიზანი სანაკრებო დებიუტია, რასაც მოუთმენლად ველი“.

ლუკა გადრანი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მოხარული ვარ სანაკრებო გამოძახებით. ამისთვის ვშრომობდი და დამიფასდა, მომეცა შანსი გამოვადგე ჩემს ეროვნულ გუნდს.

ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ნაკრებში და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლომდე გამოვადგე ჩემს ქვეყანას. იმედი მაქვს წარმატებით დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას და გავიმარჯვებთ მოახლოებულ მატჩებში. ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის, რაც შემიძლია ყველაფერს გავიღებ“. 

საბა გოგლიჩიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში შესანიშნავი გარემოა. ბიჭები ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია და გაოცებულიც კი ვარ იმით, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო მეტის იმედი მაქვს. 

ევროპის ჩემპიონატს გულშემატკივრის როლში ვუყურებდი, თუმცა ორმაგი ემოციით, რადგან შესანიშნავად ვიცოდი ბიჭები რას გრძნობდნენ. ამავდროულად, ეს იყო მოტივაცია ჩემთვის, რადგან მეც შემეძლო ნაკრებში მოხვედრა და ეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველივე შეკრებაზე მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის და ვეცდები, რომ იმედები არ გავუცრუო“. 

სანაკრებო შეკრების და მომდევნო მატჩების შესახებ გააკეთა კომენტარი ეროვნული გუნდის მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა. 

ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან კარგი შეგრძნებაა ნაკრების შეკრებაზე ყოფნა, რადგან ერთი დიდი ოჯახი ვართ. ევროპის ჩემპიონატის ემოციების შემდეგ, რომელიც მთელმა ქვეყანამ განიცადა, მონატრებული გვქონდა სანაკრებო პერიოდი. 

ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის, კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ და თამასა შევინარჩუნოთ, რადგან უფრო მეტად განვვითარდეთ. ვფიქრობ, გავაგრძელებთ წინსვლას და კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით".  

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი).

მსგავსი სიახლეები

2024-09-16 14:48
სპორტი

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა „დევისის თასზე" მექსიკა დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მექსიკა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მომავალი წლიდან ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიოს I-ის ჯგუფის პლეი-ოფში

2024-09-13 16:48
სპორტი

დევისის თასზე წილისყრა გაიმართა - საქართველოს ნაკრები მექსიკის ნაკრებს უმასპინძლებს

ერთეულთა თანრიგის მეორე მატჩში საქართველოს მეორე ნომერს, ალექსანდრე ბაკშის მექსიკის ნაკრების პირველი ნომერი როდრიგო პაჩეო

2024-09-13 10:57
სპორტი

პრემიერი - 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა პარიზიდან სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც უნ

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში.

2024-09-12 10:56
სპორტი

საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედ

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოკრივე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართულ

2024-09-11 13:23
სპორტი

VIDEO: ალბანეთი VS საქართველო - 0:1

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები