2024-07-04

17:34

VIDEO: ევრო 2024-ის აღმოჩენა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა

სპორტი
02-07-2024 14:35

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ეროვნული გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს, დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.

საქართველოს ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.

ცხადია, ქომაგების რაოდენობით გერმანიის ნაკრები აჯობებდა, თუმცა საქართველოს ყოველ მატჩს ათიათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა, რამაც გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დამატებითი ხიბლი შესძინა.

ფეხბურთელები და მწვრთნელები კი ერთხმად ამბობენ, რომ ქომაგის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო: ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ნაკრებმა პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო თურქეთთან (1:3), მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ (1:1) დაასრულა, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მერვედფინალში გასვლას ბევრი სპეციალისტი არ ელოდა. იქ კი ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთან, ესპანეთთან ანგარიში სწორედ ქართველებმა გახსნეს, თუმცა საბოლოოდ 1:4 დამარცხდნენ.

დავწერეთ, მერვედფინალში გასვლა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი იყოო, თუმცა შედეგზე მთავარი საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი და ხასიათი გახლდათ. სწორედ ამ თვისებების გამო იყო ეს გუნდი ევრო 2024-ის აღმოჩენა – სწრაფი და ეფექტური კონტრიერიშებით ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლდათ, ბოლომდე გულიანი ბრძოლით კი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი შეიძინა.

წყარო: www.1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2024-07-02 14:35
სპორტი

VIDEO: ევრო 2024-ის აღმოჩენა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა

ფეხბურთელები და მწვრთნელები კი ერთხმად ამბობენ, რომ ქომაგის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო

2024-07-01 16:52
სპორტი

გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, მეკარეებს შორი

სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა.

2024-07-01 15:15
სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზა

საქართველო-ესპანეთის მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

2024-06-27 14:18
სპორტი

VIDEO: ისტორიაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძემ უკვე მესამე გოლი გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ხვიჩა

2024-06-25 18:52
სპორტი

თემურ სამხარაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

ცალკეულ მოძრაობებში, ჩაჯდომსა (430 კგ) და წოლჭიმში (255 კგ), მან ვერცხლის მედლები დაიმსახურა, ამოწევაში (402,5 კგ) კი ოქრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები