2024-06-23

06:53

VIDEO: ევრო 2024 | ნაკრების პირველი ვარჯიში ფელბერტში

სპორტი
12-06-2024 12:45

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 11 ივნისს, ქალაქ ფელბერტში მდებარე ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მიიღებს მონაწილეობა.

ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა ლობჟანიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთეს:

საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ, მაგრამ ამავდროულად მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ მოვემზადებით თამაშებისთვის.

მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ, გავაუმჯობესებთ და 100 პროცენტით მზად ვიქნებით თურქეთთან შეხვედრისთვის. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მონტენეგროშიც იყვნენ და მათი მუხტი იგრძნობოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის.

მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ერთი ოჯახი ვართ და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ამას შენს მეგობრებთან ერთად აკეთებ“.

ანზორ მექვაბიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „ევროპის ჩემპიონატი გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს თითოეულ დეტალზე, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი.



21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სწორი მიდგომით ყველა ნაკრებთან შეიძლება კარგად თამაში და მოგებაზე ფიქრი. ეს გამოცდილება წაგვადგება ყველას. ეროვნულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ვინც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვენახა, თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. ვფიქრობ, რომ დარჩენილ ერთ კვირაში გუნდი ასი პროცენტით მზად იქნება თურქეთთან თამაშისთვის“.

12 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით,17 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ვარჯიშზე დასასწრებად გულშემატკივართა რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყო და რამდენიმე საათში ყველა ადგილი შეივსო.

ყურადღება: ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის 12 ივნისს, 16:30 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

მსგავსი სიახლეები

2024-06-23 05:19
სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში ჩატარებულ

მატჩის შემდეგ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა: "ჩეხეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, თუმცა დაცვამ კარგად ითამაშა. როდესაც დიდი

2024-06-20 14:48
სპორტი

VIDEO: ევრო 2024 | ნაკრებმა მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო

20 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 21 ივნისს, ჩვენი გუნდი ჩეხეთთან მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე

2024-06-19 17:22
სპორტი

მიუხედავად თურქეთის ნაკრებთან წაგებისა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, საყოველთაო პატივისცემა და ს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წ. ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთის ეროვნული ნაკრები იყო

2024-06-17 14:21
სპორტი

VIDEO: ევრო 2024 | ნაკრები თურქეთთან შეხვედრისთვის ემზადება

გერმანიაში უკვე იგრძნობა ევროპის ჩემპიონატის ატმოსფერო. ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ პირველ თამაშს.

2024-06-16 10:06
სპორტი

ფეხბურთში ევრო 2024-ის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები, ანგარიშით 3:0 დაამარცხა!

მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. 29-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფაბიან რუისმა მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.8001
EUR: 2.9916
GBP: 3.5382

კატეგორიები