2025-10-20

10:38

ძიუდოს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს

სპორტი
19-04-2024 10:22
ძიუდოს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მესამედ იმსაჯებს - ამჯერად პარიზში, ზაფხულის XXXIII ოლიმპიადაზე. ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მსაჯთა კომისიამ და IJF-ის სახელით, ოფიციალური წერილით შეატყობინა ჩვენს არბიტრს.
ვლადიმერ ნუცუბიძე 1999 წლიდან მსაჯობს კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს, 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია. უმსაჯია ათეულობით დიდ შეჯიბრებაზე, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე. ის ერთადერთი ქართველი არბიტრია ძიუდოში, რომელსაც პატივი ხვდა ემსაჯა ოლიმპიურ თამაშებზე. რიო დე ჟანეიროს 2016 წლის და ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე მას ანდეს არაერთი სამედლო შეხვედრა, მათ შორის ფინალური ბრძოლები ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის.
ვლადიმერ ნუცუბიძე არაერთხელ ყოფილა მსაჯთა საერთაშორისო რეიტინგის სათავეში. IJF-ის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია მისი მაღალი კვალიფიკაციისა და ავტორიტეტისა ძიუდოს საერთაშორისო მსაჯთა შორის.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები