VIDEO/ახალგაზრდა ქართველი მორაგბე სანდრო ზუბაშვილი სპორტულ კარიერას რუმინეთის სარაგბო კლუბ "ბაია მარეში" წარმატებით აგრძელებს!
ახალგაზრდა ქართველი მორაგბე სანდრო ზუბაშვილი სპორტულ კარიერას რუმინეთის სარაგბო კლუბ "ბაია მარეში" წარმატებით აგრძელებს! აღსანიშნავია, რომ "ბაია მარე" რუმინეთის ერთ-ერთი პრესტიჟული გუნდია და რუმინეთის ჩემპიონიც გახლავთ.
სანდრო ზუბაშვილი ქარელის რაიონის სოფელ წვერიდანაა და რაგბიში ვარჯიში პატარა ასაკიდან ხაშურში დაიწყო. ამის შემდეგ სანდრო ზუბაშვილმა თამაში "ლელო სარასენს თბილისში" გააგრძელა.
თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში სანდრო ზუბაშვილს ბევრი წარმატებები ჰქონდა და როდესაც იგი მოედანზე იყო, ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯებოდა.
ზუსტად ასეთივე შეფასებები აქვს სანდროს რუმინულ კლუბში თამაშისას. კლუბის სამწვრთნელო შტაბი ძალიან კმაყოფილია მისი თამაშით და იმედს გამოთქვამენ, რომ სანდრო ზუბაშვილი მომავალშიც წარმატებით გაგრძელებს თავის სპორტულ კარიერას და რუმინულ გუნდს, სხვებთან ერთად ახალ-ახალ გამარჯვებებს მოუტანს.
ამჟამად სანდრო ზუბაშვილი რუმინეთში იმოფება და გუნდთან ერთად აგრძელებს ვარჯიშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა სამწლიანია.
იმედი გვაქვს ქართველი მორაგბის ტრანსფერი წარმატებული იქნება და სანდრო ზუბაშვილი თავისი ლამაზი თამაშით კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ და რუმინელ გულშემატკივრებს.
ნანახია: 2535
მსგავსი სიახლეები
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss