საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო რეჟიმი ხელს უწყობს ქართულ-ჩინური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, აძლიერებს ხალხთაშორის კონტაქტებს, ბიზნესკავშირებს და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს სატრანზიტო როლს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შუა დერეფნის განვითარებას, უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და საერთაშორისო დონეზე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაესვა სტაბილურობისა და მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ნანახია: 346
მსგავსი სიახლეები

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჟოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ
შეხვედრები გამართა უცხო ქვეყნებთან მეგობრობის ჩინეთის სახალხო ასოციაციასთან, ჩინეთის წამყვან კომერციულ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შ
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო

გიგანტური პანდები "ბაოლი" და "ცინბაო" პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ, აშშ-ს დედაქალ
სმიტსონის ეროვნული ზოოპარკისა და კონსერვაციის ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ბრენდი სმიტმა
clickss