გიგანტური პანდები "ბაოლი" და "ცინბაო" პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ, აშშ-ს დედაქალაქში, სმიტსონის ეროვნულ ზოოპარკში
პანდა "ბაოლი"
ვაშინგტონი, 25 იანვარი (სინხუა) - გიგანტური პანდები "ბაოლი" და "ცინბაო" პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ პარასკევს აშშ-ს დედაქალაქში სმიტსონის ეროვნულ ზოოპარკში განთავსების შემდეგ.
„პანდაების მიღებით ჩვენ მივესალმებით მშვიდობასა და მეგობრობას“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში სიე ფენგმა პანდების მნახველების ოფიციალურად წარდგენის ცერემონიაზე. ”ჩვენმა საერთო სიყვარულმა პანდების მიმართ გააღრმავა ჩემი რწმენა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ის, რაც გვყოფს”, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.
სმიტსონის ეროვნული ზოოპარკისა და კონსერვაციის ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ბრენდი სმიტმა მადლობა გადაუხადა ჩინეთს ვაშინგტონში პანდების გაგზავნისთვის.
პანდა "ცინბაო"
ჩინელი დიპლომატის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობამ გიგანტური პანდების დაცვისა და კვლევის სფეროში მდიდარი შედეგი გამოიღო და ხელი შეუწყო ამ ცხოველების რაოდენობის სტაბილურ ზრდას.
სამი წლის პანდებმა /მამრი "ბაოლი" და მდედრი "ცინბაო"/, დატოვეს მშობლიური სიჩუანის პროვინცია და ამერიკის დედაქალაქში, სმიტსონის ეროვნულ ზოოპარკში გასული წლის 15 ოქტომბერს დაიდეს ბინა.
ნანახია: 163
მსგავსი სიახლეები
clickss