2025-05-09

10:28

თბილისში ჩინური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა "Georgia-China Xinjiang Commodity Exhibition 2024" გაიხსნა

ჩინეთი
08-11-2024 16:58

პარასკევს Tbilisi Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში Xinjiang-ის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა „Georgia-China Xinjiang Commodity Exhibition 2024“ გაიხსნა.

გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.

საქართველო-ჩინეთის სინძიანის ჩინური პროდუქციის გამოფენა 2024 მოიცავს: ტექსტილის, სამომხმარებლო საქონლის, სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ელექტრო მანქანების, ავტო ნაწილების და უსაფრთხოების პროდუქციას.

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, სინძიანის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით იმართება.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელიც ეძღვნება ქართულ-ჩინურ ბიზნეს თანამშრომლობას.

”გამოფენა იქნება სინძიანის მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის ნათელი გამოვლინება, სტუმრები შეძლებენ დააფასონ გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალი პროდუქტი: ტრადიციული ხელნაკეთობებიდან დაწყებული, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებით და ინოვაციებით. ღონისძიებაზე გაიმართება ბიზნეს ფორუმები, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ განიხილონ პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობები და პარტნიორობის საკითხები რეგიონებს შორის“, - ხაზგასმით აღნიშნეს „საქართველო-ჩინეთი Xinjiang Commodity Exhibition 2024“-ის გამოფენის ორგანიზატორებმა.

სინძიანის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1075

მსგავსი სიახლეები

2025-05-07 16:29
ჩინეთი

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

2025-05-01 11:25
ჩინეთი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ

ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

2025-04-23 10:55
ჩინეთი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

2025-04-02 10:31
ჩინეთი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

2025-03-28 14:37
ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები