2024-12-21

16:11

ჩინეთში გამართულ ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა!

ჩინეთი
23-09-2024 10:30
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პეკინში, მიმდინარე „Revelations China“-ს ფარგლებში , რომელიც 19 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა, საქართველო პირველად მონაწილეობს. გამოფენაზე „ჩინეთის აღმოჩენები“ („Revelations China“) საერთო კონცეფციის გათვალისწინებით ქართული რეწვის ოსტატების მიერ მომზადებული ქართული პავილიონი გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციებს, ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მიდგომებს წარმოაჩენს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კანცლერი ლალი თარიმანიშვილი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
„Revelations China“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტარდება. მისი კონცეფცია გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციებს, ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება და თავისი შინაარსით ფრანგული ბიენალეს მოდელია, რომელიც პარიზში ორ წელიწადში ერთხელ იმართება ფრანგული კომპანია „Ateliers d'Art de France“-ის ორგანიზებით. წელს გამოფენა ჩინეთში მიმდინარეობს და მისი კონცეფციის კურატორია რომან ჯულია.
საქართველოს საგამოფენო სივრცე („The Banquet“) გამოფენის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, სადაც 10 ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან, ესპანეთთან და ეკვადორთან ერთად საქართველოცაა წარმოდგენილი.
„ჩინეთის აღმოჩენები“ ძალზედ მასშტაბურია და მასში მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყანა და 1000-ზე მეტი არტისტი. დაგეგმილია 100-ზე მეტი ღონისძიება.
გამოფენის სპეციფიკის გათვალისწინებით ქართული რეწვის ტრადიციებისა და ტექნოლოგიების ამსახველი გამოფენა სამხატვრო აკადემიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის არტისტებმა მოამზადეს. გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს, თუ როგორია გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ტრადიციები და ტექნოლოგიები და როგორ ვითარდება იგი დღეს. საგამოფენო კონცეფციის პრიორიტეტების გათვალისწინებით შეირჩა სამი მიმართულება: ხის დამუშავება, კერამიკა და ტექსტილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ამასთან, ქართული პავილიონის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.
გამოფენაში მონაწილეობენ: ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი, ხეზე კვეთის ოსტატი - ნინო კოპელაშვილი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი - ირაკლი ხანთაძე, ამავე ფაკულტეტის სტუდენტი - ანა კალანდარიშვილი, ტექსტილის მხატვარი და პედაგოგი - ეკატერინე გეგუჩაძე.

მსგავსი სიახლეები

2024-12-16 14:13
ჩინეთი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს

2024-11-08 16:58
ჩინეთი

თბილისში ჩინური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა "Georgia-China Xinjiang Commodity Exhibition 2024&q

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, სინძიანის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის

2024-10-22 08:50
ჩინეთი

პრემიერ-მინისტრი დოკუმენტური ფილმის - „საქართველო-ჩინეთი, მესამედი საუკუნე“ პრემიერას დაესწრო

მთავრობის მეთაურმა საქართველო-ჩინეთს ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ

2024-10-11 12:30
ჩინეთი

გენადი არველაძე სიჩუანის პროვინციის მთავრობის დელეგაციას შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ურთიერთობის გაღრმავებაზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის

2024-10-01 10:50
ჩინეთი

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ჩინელ ხალხს ეროვნული დღის 75-ე წლისთავს, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგო

ჩვენი ქვეყნები იცავენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის აღიარება, ტერიტორიული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები