2024-09-16

22:57

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ჩინეთი
02-08-2024 10:27

2024 წლის 30 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის განვითარების აუცილებლობას, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, მათ შორის ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისა და ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივებს. 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რეგიონისთვის და მისი სატრანზიტო როლის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობას.

მსგავსი სიახლეები

2024-08-05 17:11
ჩინეთი

"CCTV-ის დოკუმენტური ფილმები ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას“- მაი

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში

2024-08-02 10:27
ჩინეთი

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო

2024-07-22 12:49
ჩინეთი

ჩინეთი და საქართველო ახალმა საჰაერო-სატვირთო მარშრუტმა დააკავშირა!

როგორც ავიაკომპანიის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება

2024-07-15 14:35
ჩინეთი

VIDEO: ოლიმპიური ცეცხლი პარიზში ჩავიდა და ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა

პირველ დღეს ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა, რომლებსაც ჩირაღდანი მორიგეობით მოჰქონდათ.

2024-07-07 18:52
ჩინეთი

ჩინელი ჟურნალისტები აგრძელებენ მოგზაურობას აბრეშუმის გზის ისტორიული მარშრუტის გასწვრივ

როგორც მოგზაურობის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მედია-ჯგუფმა მოგზაურობა ჩინეთის უძველესი დედაქალაქიდან, სიანიდან (შანსის პროვინცია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები