2024-09-08

03:18

ჩინეთი და საქართველო ახალმა საჰაერო-სატვირთო მარშრუტმა დააკავშირა!

ჩინეთი
22-07-2024 12:49

პეკინი, 20 ივლისი (სინხუა) – შაბათს ამოქმედდა პირდაპირი საჰაერო-სატვირთო მარშრუტი, რომელიც ჩინეთის ურუმჩის (სინძიან-უიგურის ავტონომიური რაიონი) და საქართველოს დედაქალაქ თბილისს დააკავშირებს. ამის შესახებ SF Airlines-ის ადმინისტრაცია იტყობინება.

როგორც ავიაკომპანიის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო გამტარუნარიანობის მოცულობა კი 100 ტონას გადააჭარბებს. ახალი მარშრუტი ძირითადად განკუთვნილია ელექტრონული კომერციის საქონლისა და სხვა ზოგადი ტვირთის ექსპორტისა და იმპორტისთვის.

სინძიანის რეგიონი გახდა ინტეგრირებული ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ეს სატვირთო მარშრუტი ხელს შეუწყობს "სარტყელისა და გზის" მაღალხარისხიან მშენებლობას, ასევე ხელს შეუწყობს კომერციას და ვაჭრობას ეფექტური საჰაერო ლოჯისტიკის საშუალებით, აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ავიაკომპანია SF Airlines-ს 87 სატვირთო თვითმფრინავი გააჩნია და იგი მოცულობის მიხედვით ჩინეთის უდიდესი სატვირთო გადამზიდავი საერთაშორისო კომპანიაა. ავიაკომპანია აპირებს მუდმივად გააფართოოს თავისი შესაძლებლობები საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვის სფეროში და მზად არის აითვისოს ახალი მარშრუტები და მიმართულებები, აცხადებენ ავიაკომპანია SF Airlines-ის ადმინისტრაციაში.

მსგავსი სიახლეები

2024-08-05 17:11
ჩინეთი

"CCTV-ის დოკუმენტური ფილმები ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას“- მაი

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში

2024-08-02 10:27
ჩინეთი

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო

2024-07-22 12:49
ჩინეთი

ჩინეთი და საქართველო ახალმა საჰაერო-სატვირთო მარშრუტმა დააკავშირა!

როგორც ავიაკომპანიის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება

2024-07-15 14:35
ჩინეთი

VIDEO: ოლიმპიური ცეცხლი პარიზში ჩავიდა და ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა

პირველ დღეს ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა, რომლებსაც ჩირაღდანი მორიგეობით მოჰქონდათ.

2024-07-07 18:52
ჩინეთი

ჩინელი ჟურნალისტები აგრძელებენ მოგზაურობას აბრეშუმის გზის ისტორიული მარშრუტის გასწვრივ

როგორც მოგზაურობის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მედია-ჯგუფმა მოგზაურობა ჩინეთის უძველესი დედაქალაქიდან, სიანიდან (შანსის პროვინცია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები