2025-11-01

01:04

ნიკო ფიროსმანი - IWSC-ის 2024 წლის ღონისძიების მთავარი თემა!

ბიზნეს ნიუსი
31-10-2024 14:46

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC  მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს!

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს IWSC წელს მესამედ მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, ნიკო ფიროსმანია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელმა კონკურსმა, რომლის კონცეფცია ტრადიციული ქართული სუფრის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა, საერთაშორისო ჟიურისა და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

წლევანდელი ღონისძიება აგრძელებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ასპექტების წარმოჩენას. ნიკო ფიროსმანი, როგორც ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური, მნიშვნელოვანი შთაგონების წყაროა, როგორც მეღვინეებისთვის, ისე დეგუსტატორებისთვის. მისი შემოქმედება კი, სრულად ასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის ტრადიციებს.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC  არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის მაღალ სტანდარტებს წარმოაჩენს, არამედ მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, ლონდონში გამართულ ქართული ღვინოების გამოფენაზე, სადაც IWSC-ის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები იყო წარმოდგენილი, ორგანიზატორებმა პავილიონი ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრის ელემენტებითა და ორნამენტებით მორთეს.

შეგახსენებთ, რომ IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC- საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG

 

უკან დაბრუნება

ნანახია: 1258

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები