2025-11-05

22:49

უკრაინის საჰაერო "დრონების" თავდასხმამ რუსეთში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა

მსოფლიო
06-05-2025 16:23

უკრაინის მიერ 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, მოსკოვის გამარჯვების დღის ცერემონიამდე, მრავალი ქალაქის აეროპორტზე იქონია გავლენა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა და დაშავებები გამოიწვია.

ოფიციალური პირების სამშაბათს გაკეთებული განცხადებით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განახორციელა, რუსეთის აეროპორტებში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა. თავდასხმები მოსკოვში დაგეგმილ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთს ჯამში 105 უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. თავდასხმები 9 მაისს, მოსკოვში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გასამართი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიის წინ მოხდა. ცერემონიას ასევე მრავალი მსოფლიო ლიდერის დასწრებაა მოსალოდნელი.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვის შემოგარენში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 19 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ნამსხვრევები ქალაქის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ჩამოვარდა, თუმცა რაიმე დაშავება არ გამოუწვევია.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები, ფედერალურ საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ მოსკოვის ოთხი აეროპორტის ჩათვლით, ათზე მეტ აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, ქალაქის მთავარ აეროპორტ შერემეტიევოში საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად არ შეფერხებულა.

ელექტროენერგიის სრული გათიშვა

რუსულმა მედიამ მოსკოვში სუპერმარკეტის ჩამსხვრეული მინისა და საცხოვრებელი კორპუსის გამუქებული ფასადის კადრები გამოაქვეყნა და იტყობინება, რომ სხვა ქალაქების, მათ შორის ვოლგოგრადისა და ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტებიც დაზარალდა.

ვორონეჟისა და პენზის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ მათ რეგიონებში შესაბამისად 18 და 10 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იქნა განეიტრალებული და მსხვერპლი არ ყოფილა.

კურსკის ოლქში კი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ორშაბათს ღამით ქალაქ რილსკში ელექტრო ქვესადგურზე თავდასხმა მოხდა და ორი ახალგაზრდა დაშავდა. გუბერნატორმა Telegram-ის საშუალებით აღნიშნა: "ქალაქზე თავდასხმის შედეგად ორი ტრანსფორმატორი დაზიანდა და ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა".

უკრაინაში კი, ოდესის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ კიპერმა ორშაბათს ღამით განაცხადა, რომ რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები