2025-05-05

23:05

გერმანიაში SPD-მ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციური შეთანხმება დაამტკიცა

მსოფლიო
02-05-2025 11:57

პარტიის შიდა კენჭისყრაზე წევრების 84,6%-მა კონსერვატიულ CDU/CSU-ს ალიანსთან კოალიციური შეთანხმების დამტკიცებით ფრიდრიხ მერცის კანცლერობისთვის გზა გაუხსნა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრებმა კონსერვატიულ ქრისტიან-დემოკრატებთან (CDU/CSU) კოალიციური შეთანხმება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს, რითაც ახალი მთავრობის ფორმირებას გაუხსნეს გზა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ის მიერ ოთხშაბათს პარტიულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SPD-ს წევრების 84,6%-მა წუხელ დასრულებულ ონლაინ კენჭისყრაში კოალიციური შეთანხმების სასარგებლოდ მისცა ხმა.

კენჭისყრაში მონაწილეობის მაჩვენებელმა 56% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება აუცილებელ 20%-იან მინიმალურ ზღვარს, და ამან შედეგი პარტიის ხელმძღვანელობისთვის სავალდებულო გახადა.

SPD-ს გენერალური მდივანი მათიას მირში დღეს მოგვიანებით პრესკონფერენციას გამართავს და ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს.

კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ბერლინში გამართულ პარტიის სპეციალურ კონფერენციაზე კოალიციური შეთანხმება დაამტკიცა.

CDU-ს ბავარიულმა მოკავშირე პარტიამ, ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU), ასევე ამ თვის დასაწყისში დაამტკიცა შეთანხმება.

SPD-ს მიერ დამტკიცების შემდეგ, იგეგმება, რომ პარტიის ლიდერები მომავალ ორშაბათს ბერლინში კოალიციურ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

პარლამენტი შემდეგ 6 მაისს შეიკრიბება, რათა ოლაფ შოლცის ნაცვლად ფრიდრიხ მერცი აირჩიოს კანცლერად.

ქრისტიან-დემოკრატებმა (CDU/CSU) თებერვალში გამართულ ვადამდელ არჩევნებში ხმების 28.5% მიიღეს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.

სოციალ-დემოკრატები, მიუხედავად იმისა, რომ მათ 16,4%-ით ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს, მნიშვნელოვან კოალიციურ პარტნიორად იქცნენ.

პარტიები ერთად პარლამენტში 328 მანდატს გააკონტროლებენ და სამთავრობო უმრავლესობისთვის საჭირო 316 მანდატის ზღვარს ადვილად გადალახავენ.

მსგავსი სიახლეები

2025-05-05 13:34
მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი საბაჟო ტარიფის დაწე

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა აშშ-ს გარეთ გადაღებულ ყველა ფილმზე ახალი საბაჟო ტარიფი

2025-05-03 12:17
მსოფლიო

ჩინეთი ღიაა აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ტარიფების გაუქმებას დაჟინებით მოითხოვს

ჩინური პროდუქტების უმეტესობაზე დაწესებული აშშ-ის მაღალი ტარიფები, რომლებიც 145%-ს აღწევს

2025-05-02 11:57
მსოფლიო

გერმანიაში SPD-მ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციური შეთანხმება დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ის მიერ ოთხშაბათს პარტიულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული

2025-04-30 14:58
მსოფლიო

ჩინელი ასტრონავტები ტიანგუნის კოსმოსურ სადგურზე გასამგზავრებლად მზად არიან

ბოლო წლებში პეკინმა, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ ჩინელი ხალხის „კოსმოსურ ოცნებად“

2025-04-29 17:29
მსოფლიო

აშშ უკრაინაში მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს და რუსეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები