2025-10-19

00:16

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდება ვ. პუტინისადმი: „შეწყვიტე სროლა და დადე შეთანხმება“

მსოფლიო
28-04-2025 14:13

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ, განაცხადა, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში „სროლა შეწყვიტოს“ და სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ტრამპი თანამდებობის დაკავებამდე ამტკიცებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ერთ დღეში შეეძლო. თუმცა, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, კონფლიქტების დასასრულებლად მის მიერ წამოწყებულ დიპლომატიურ მცდელობებს ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

ტრამპი, რომელიც თანამდებობამდე ამტკიცებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ერთ დღეში დაასრულებდა, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიური ნაბიჯები გადადგა.

კვირას, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასწრების შემდეგ, ვაშინგტონში გამგზავრებამდე, ჟურნალისტების მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ტრამპმა განაცხადა: „მინდა, მან (პუტინმა) სროლა შეწყვიტოს, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას“.

ტრამპმა ასევე განაცხადა: „შეთანხმების ჩარჩო გვაქვს, მჯერა ამის და მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს მას“. გამოითქვა ვარაუდი, რომ შეთანხმება, რომელზეც მან მიუთითა, შესაძლოა იყოს აშშ-ის მიერ უკრაინაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა.

ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაკრძალვის ცერემონიაზე შეხვდა. ეს იყო ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრა თებერვალში, თეთრ სახლში, კამერების წინ გამართული წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ.

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართული ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა ეჭვები გამოთქვა პუტინის განზრახვასთან დაკავშირებით, დაასრულოს ომი, რომელმაც უკრაინის აღმოსავლეთში დიდი ნგრევა და ათიათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

კვირას, ტრამპმა ასევე, 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ შავი ზღვის ნახევარკუნძულ ყირიმთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად თქვა: „ოჰ, მე ასე ვფიქრობ“, რითაც მიანიშნა, რომ ზელენსკი მზად არის ამ ტერიტორიებზე „უარი თქვას“.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები