2025-09-18

10:09

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთს არცერთ სუვერენულ ტერიტორიას არ დაუთმობს!

მსოფლიო
23-04-2025 19:07

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე ნებისმიერი დისკუსია მხოლოდ ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც მისი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას გულისხმობს, მხოლოდ უკრაინის ომის გახანგრძლივებას მოემსახურება.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ ცნობით; კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში ასეთი დებულების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა: „თუ ჩვენ დავიწყებთ საუბარს ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე და ა.შ., ჩვენ შევალთ იმ ფორმატში, რომელიც რუსეთს სურს, რაც ომის გახანგრძლივებაა“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შედეგების განმეორების თავიდან ასაცილებლად, კონფლიქტის მოგვარება უნდა განიხილებოდეს, როგორც „დიდი პრობლემა, რომელიც ნაწილ-ნაწილ უნდა გადაიჭრას“.

ზელენსკიმ თქვა: „თუ არ გვინდა ვითამაშოთ მინსკი 3, 4, 5-ისა და ნორმანდიული ფორმატის ასლი, მაგრამ მსხვერპლის განსხვავებული რაოდენობით... მაშინ ამ ომს უნდა შევხედოთ, როგორც ნამცხვარს, და თუ ნამდვილად გვინდა რამის მოგვარება, ეს დიდი პრობლემა ნაწილებად უნდა დავყოთ“.

მინსკის შეთანხმებები იყო შეთანხმებების სერია, რომლებიც უკრაინის მთავრობასა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მყოფ პრორუს სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით გაფორმდა. ისინი 2014 და 2015 წლებში ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაფორმდა.

თუმცა, ამ შეთანხმებების შესრულება შეფერხდა და მხარეები ერთმანეთს დარღვევებში ადანაშაულებდნენ. ზელენსკიმ, აღნიშნა რა, რომ ომის გახანგრძლივება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, კვლავ გაიმეორა კიევის მოწოდება მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის შესახებ. მანამდე The Washington Post იტყობინებოდა, რომ აშშ-მა უკრაინის ომის დასასრულებლად, უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალურად აღიარების წინადადება წამოაყენა.

აშშ-ის შეთავაზება

სამშაბათს Axios-ის მიერ პირდაპირი ინფორმაციის მქონე წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ ოთხშაბათამდე ელოდება პასუხს სამშვიდობო ჩარჩო-დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს რუსეთის კონტროლის არაოფიციალურ აღიარებას თითქმის ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მან 2022 წელს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაიკავა.

Axios-ის ცნობით, გასულ კვირას წარდგენილი ამ წინადადების თანახმად, აშშ მოხსნის 2014 წლიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და უკრაინას დაუბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვის მცირე ნაწილს. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აღიარებული იქნება უკრაინის ტერიტორიად, თუმცა მას აშშ მართავს და ელექტროენერგია მიეწოდება როგორც უკრაინას, ისე რუსეთს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები