2025-09-18

18:07

სტამბოლში, სილივრის რაიონში 6,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მსოფლიო
23-04-2025 16:00

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ განაცხადა: „გამოვხატავ თანაგრძნობას. მოვლენების განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენს მოქალაქეებს საუკეთესო სურვილებს ვუთვლი და მოვლენების განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით“. ინფორმაციას "ტრტ-ქართული" ავრცელებს.

თურქეთში 6,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სტამბოლის სილივრის რაიონში იყო, - განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველომ (AFAD).

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:49 საათზე მოხდა და მთელი სტამბოლისა და მიმდებარე პროვინციების ტერიტორიაზე ძლიერად იგრძნობოდა. რის გამოც მოქალაქეები შიშით გამოვიდნენ შენობებიდან.

კიდევ ერთი, 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა კი 13:02 საათზე ბიუიუქჩექმეჯეს სანაპიროსთან ახლოს, მარმარილოს ზღვაში მოხდა.

AFAD-მა განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი უწყება და სამაშველო ჯგუფი მობილიზებულია, ხოლო შესაძლო ზარალის დასადგენად და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგილზე დათვალიერებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფები აქტიურად აკვირდებიან სიტუაციას და ახდენენ რეაგირების სამუშაოების კოორდინაციას. პირველადი მონაცემებით, მსხვერპლის ან სერიოზული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები