სამხრეთ კორეა-აშშ-მა ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვის გასაძლიერებლად ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაასრულეს

ერთობლივი ნაღმებთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ პოჰანგის მახლობელ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ოთხშაბათის ინფორმაციით, რომელიც სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის განცხადებას ეყრდნობა, სამშაბათს დასრულებულ ცხრადღიან წვრთნებში ორივე მხრიდან 10 სამხედრო ხომალდი და სამი ვერტმფრენი მონაწილეობდა, მათ შორის სამხრეთის ნაღმოსანი Nampo MLS-II და აშშ-ის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი USS Warrior (MCM-10).
სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის 52-ე ნაღმოსანთა ფლოტილიის მეთაურმა, კაპიტანმა ლი თეგ-სონმა განაცხადა: „პრაქტიკული ნაღმებთან ბრძოლის სწავლებების გაგრძელებით, გავაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს, დავიცვათ ჩვენი დიდი პორტები და საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტები საჭიროების შემთხვევაში.“
ეს იყო რიგით მე-10 საზღვაო ნაღმებთან ბრძოლის წვრთნები, რომელიც ორმა ქვეყანამ 2014 წელს მისი დაწყების შემდეგ ჩაატარა.
სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ძალებმა ასევე სამშაბათს კორეის ნახევარკუნძულის თავზე ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს სულ მცირე ერთი B-1B ბომბდამშენის მონაწილეობით, რაც თებერვლის შემდეგ მეორე ასეთი წვრთნა იყო.
გასულ კვირას, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ჩანგვონის სანაპიროსთან ახლოს წყლებში ასევე ჩაატარეს საზღვაო წვრთნები, ზღვაზე ერთობლივი სამაშველო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად როგორც ომის, ისე მშვიდობიან პერიოდში.
ნანახია: 549
მსგავსი სიახლეები

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
clickss