სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მინსკის ჯგუფის დაშლასაც მოიცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „თუ ჩვენ ვხურავთ ყარაბაღის საკითხის ამ ფურცელს და ჩვენ მას ვხურავთ, მაშინ რატომღა გვჭირდება ფორმატი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად“? ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იტყობინება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს წინადადება წამოაყენა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და ეუთო-ს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ დოკუმენტის ერთდროულად მიღების თაობაზე.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა: „ჩვენ გვესმის აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული დღის წესრიგი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. ნამდვილად, თუ ჩვენ ვხურავთ ყარაბაღის საკითხის ამ ფურცელს, და ჩვენ მას ვხურავთ, მაშინ რატომღა გვჭირდება ფორმატი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად“?
თუმცა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს რეალურად უფრო ფართო კონტექსტი აქვს და ერევანს სურს დარწმუნდეს, რომ აზერბაიჯანი ამ უკანასკნელ ინიციატივას არ განიხილავს როგორც „კონფლიქტის საკუთარ ტერიტორიაზე დასრულებას და მის სომხეთის ტერიტორიაზე გადატანას“.
ფაშინიანმა თქვა: „ჩვენ გთავაზობთ სამშვიდობო შეთანხმების დადებას და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ერთდროულად დაშლას. ანუ, ჩვენ გთავაზობთ ორივე დოკუმენტის ერთსა და იმავე დღეს ხელმოწერას“.
აზერბაიჯანს ფაშინიანის წინადადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ყარაბაღის ომი
1992 წელს დაარსებული ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები საფრანგეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ, ყარაბაღის საკითხის მოგვარებისთვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
ამ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ურთიერთობები 1991 წლიდან დაძაბულია, მას შემდეგ, რაც სომხეთის არმიამ მოახდინა ყარაბაღის – საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებული ტერიტორიის – და მისი მიმდებარე შვიდი რაიონის ოკუპაცია.
აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი სომხური ოკუპაციისგან 2020 წლის შემოდგომაზე, 44-დღიანი ომის შემდეგ გაათავისუფლა. მხარეებს შორის ომი რუსეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, რამაც გზა გაუხსნა ნორმალიზაციისა და საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებს.
აზერბაიჯანმა 2023 წლის სექტემბერში ყარაბაღზე სრული სუვერენიტეტი დაამყარა, რეგიონში სეპარატისტული ძალების დანებების შემდეგ.
ერევანმა და ბაქომ მარტში განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მას შემდეგ ორივე ქვეყანა ერთმანეთს ტრანსსასაზღვრო თავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებს.
ნანახია: 52
მსგავსი სიახლეები

სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მინსკის ჯგუფის დაშლასაც მოიცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს წინადადება წამოაყენა აზერბაიჯანთან სამშვიდობო

ჩინეთმა კიბერჯაშუშობისთვის ამერიკის სამი მოქალაქე ძებნილთა სიაში შეიყვანა
ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ შეტევები განხორციელდა NSA-ს „სპეციალური წვდომის ოპერაციების

დონალდ ტრამპის საბაჟო გადასახადების გადავადების შემდეგ აზიური აქციების ფასი გაიზარდა, ოქრომ კი მოიმა
აზიის საფონდო ბირჟები გაიზარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ელექტრონულ პროდუქტებზე საბაჟო

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ტიშის თქმით, ვერტმფრენმა კონტროლი დაკარგა ჯორჯ ვაშინგტონის ხიდთან ახლოს შემობრუნებისა და ნიუ-ჯერსის

ამერიკის შეერთებული შტატები-რუსეთის ნორმალიზების მორიგი შეხვედრა სტამბოლში
რუსული მხარე აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციების გამო დიპლომატებისთვის ხელფასების გადახდაშიც
clickss