ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ხუთშაბათს, შუადღისას, ნიუ-იორკში, Bell 206 ტიპის ვერტმფრენი ჰუძონის მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის თქმით, დაღუპულთა შორის არიან მფრინავი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი. მისივე თქმით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი სხვა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
დაღუპული მგზავრები ესპანელი ტურისტები იყვნენ.
ტიშის თქმით, ვერტმფრენმა კონტროლი დაკარგა ჯორჯ ვაშინგტონის ხიდთან ახლოს შემობრუნებისა და ნიუ-ჯერსის სანაპირო ზოლისკენ მიმავალი მალევე ჩამოვარდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
კომერციულ და სამთავრობო ავიაციაში ფართოდ გამოყენებული Bell 206 ტიპის ვერტმფრენი გაურკვეველი მიზეზების გამო მდინარეში ჩავარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი 2018 წლის შემდეგ, ნიუ-იორკის რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ყველაზე საშინელი კატასტროფაა.
ნანახია: 649
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss