მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

2025 წლის 28-30 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ვიცე-პრემიერს, მეცნიერების, ჯანმრთელობის, განათლების, სპორტისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში, ბაირამგულ ორაზდურდიევას, ასევე ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრის მურატ მამედოვს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ, თურქმენელ კოლეგებს, ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. განიხილეს ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, არსებული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ბ.ორაზდურდიევამ მადლობა გადაუხადა მ.სარჯველაძეს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ თანამშრომლობა ბავშვთა სიცოცხლის დაცვის, ოჯახების მხარდაჭერისა და დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაგრძელდება საერთო კეთილდღეობისა და პროგრესისთვის.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ანდრო კაჭკაჭიშვილი ესწრებოდნენ.
ნანახია: 92
მსგავსი სიახლეები

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან სურს“ 2028 წელს ობამას დაუპირისპირდეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა

მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
მიხეილ სარჯველაძემ, თურქმენელ კოლეგებს, ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებისა და ხელმისაწ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევის გზებს ეძებს
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მესამე ვადით პრეზიდენტობისთვის

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრის შესახებ

სეული ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაგზავნა
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში თავდაპირველად გაგზავნილი 11 000 ჩრდილოეთ კორეელი
clickss