მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, პარასკევს, გრინვიჩის დროით 06:20 საათზე, საგაინგის 16 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, 10 კმ სიღრმეზე ბიძგები დაფიქსირდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ტაილანდის ჩრდილოეთით, ბანგკოკში და ჩინეთის იუნანის პროვინციაში.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრის შესახებ განაცხადა. აღინიშნა, რომ ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდშიც იგრძნობოდა.
USGS-ის თანახმად, მიწისძვრა ქალაქ საგაინგის 16 კილომეტრის (10 მილის) ჩრდილო-დასავლეთით და 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ბანგკოკში მეტროსა და მსუბუქი სარკინიგზო სისტემის ზოგიერთი სერვისი შეჩერდა.
მიანმარში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ბიძგების ზემოქმედების შედეგად გზები გასკდა და შენობებიდან ნაწილები ჩამოცვივდა.
ბიძგები ტაილანდის ჩრდილოეთიდან დედაქალაქ ბანგკოკამდე იგრძნობოდა. ბანგკოკში შენობები ირყეოდა, ქალაქის მაცხოვრებლები კი ქუჩებში გაიქცნენ.
ცნობილ ტურისტულ ქალაქ ჩიანგ მაიში მცხოვრებმა მოქალაქემ, სახელად დუანგჯაიმ, ჟურნალისტებს განუცხადა: „ბიძგების ხმა გავიგე, სახლში მეძინა. პიჟამოებით გამოვვარდი და შენობას მაქსიმალურად გავეცალე.“
ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იუნანის პროვინციაში. პეკინის მიწისძვრის სააგენტოს მონაცემებით, ამ ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა.
ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ნანახია: 162
მსგავსი სიახლეები

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრის შესახებ

სეული ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაგზავნა
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში თავდაპირველად გაგზავნილი 11 000 ჩრდილოეთ კორეელი

VIDEO: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას
სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმებას და ხაზი გაუსვა

თურქეთი და აშშ ვაშინგტონის მოლაპარაკებებზე თავდაცვის მრეწველობის შეზღუდვების მოხსნის სურვილს გამოთქვ
მოსალოდნელი იყო, რომ ფიდანი მოითხოვდა თურქეთის მიმართ სანქციების გაუქმებას და ქვეყნის F-35

თურქეთი პირველად აიღებს ხელმძღვანელობას NATO-ს ამფიბიურ საბრძოლო ძალებზე
როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ქვეყნის
clickss