2025-04-02

12:42

სეული ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაგზავნა

მსოფლიო
27-03-2025 15:59

მოსკოვსა და ფხენიანს ჯარების განლაგების შესახებ ბრალდებები ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა ორმა ქვეყანამ გასულ წელს ყოვლისმომცველ სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

სამხრეთ კორეის არმია ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ წელს რუსეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაგზავნა და მოსკოვის მიერ კიევის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად აგრძელებს რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების მეთაურებმა (JCS) ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს: „ვარაუდობენ, რომ იანვრიდან თებერვლამდე დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაიგზავნა, როგორც დამხმარე ძალა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში თავდაპირველად გაგზავნილი 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაციდან 4 000 დაიღუპა ან დაიჭრა. „ჩრდილოეთ კორეა ცოცხალი ძალის გარდა, აგრძელებს რაკეტების, საარტილერიო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ ამ დრომდე რუსეთს მნიშვნელოვანი რაოდენობის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა (SRBM), დაახლოებით 220 ერთეული 170 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა და 240 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მიაწოდა.

JCS-მა გაფრთხილება გაავრცელა: „ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს“.

თავდასხმის დრონები

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, ტრადიციული მოკავშირეობრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გააძლიერეს. სეული ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოსკოვში ათასობით ჯარისკაცი და იარაღის კონტეინერები გაგზავნა.

მოსკოვსა და ფხენიანს ჯარების გაგზავნის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს, ორმა ქვეყანამ ურთიერთთავდაცვის მუხლის შემცველი ფართომასშტაბიანი სამხედრო შეთანხმება გააფორმა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინმა ახალი კამიკაძე და სადაზვერვო დრონების ტესტები შეამოწმა.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, ახალ სტრატეგიულ სადაზვერვო დრონს შეუძლია „სხვადასხვა სტრატეგიული სამიზნეების და მტრის ჯარების აქტივობების თვალყურის დევნება და მონიტორინგი ხმელეთსა და ზღვაზე“.

სააგენტოს ცნობით, კამიკაძე დრონებმაც დაამტკიცეს, რომ აქვთ „დამრტყმელი შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტაქტიკური თავდასხმის მისიებისთვის“.

კიმმა შეაფასა „ახალი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით შემუშავებული სტრატეგიული სადაზვერვო დრონისა და კამიკაძე დრონების მუშაობის ხარისხი“. KCNA-ს ცნობით, კიმმა ამავე დროს „წარმოების შესაძლებლობების გაზრდის გეგმაც“ დაამტკიცა.

ამის შესახებ "ტრტ-ქართულიიტყობინება.

მსგავსი სიახლეები

2025-04-01 20:07
მსოფლიო

მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძემ, თურქმენელ კოლეგებს, ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებისა და ხელმისაწ

2025-04-01 12:43
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევის გზებს ეძებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მესამე ვადით პრეზიდენტობისთვის

2025-03-28 15:13
მსოფლიო

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრის შესახებ

2025-03-27 15:59
მსოფლიო

სეული ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაგზავნა

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში თავდაპირველად გაგზავნილი 11 000 ჩრდილოეთ კორეელი

2025-03-27 12:54
მსოფლიო

VIDEO: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას

სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმებას და ხაზი გაუსვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები