ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში მდებარე ჰატშეფსუტის ტაძარში ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

ეგვიპტის ტურიზმისა და ძველი ძეგლების სამინისტრომ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა დედოფალ ჰატშეფსუტის ტაძარში და დედოფალ ტეტის სასახლის მმართველის შერის სამარხში, რომლებიც მდებარეობს ლუქსორის დეირ ალ-ბაჰრის რეგიონში.
პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ლუქსორის გუბერნატორი აბდულმუთალიბ ამარა, უმაღლესი ძველი ძეგლების საბჭოს გენერალური მდივანი მუჰამედ ისმაილი და ეგვიპტელი არქეოლოგი დოქტორი ზაჰი ჰავასი, განაცხადეს, რომ ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა „ზაჰი ჰავასის არქეოლოგიისა და მემკვიდრეობის ფონდისა“ და უმაღლესი ძველი ძეგლების საბჭოს ერთობლივი არქეოლოგიური გუნდის სამწლიანი მუშაობის შედეგად, რომლებიც აწარმოებენ გათხრებს ამ რეგიონში 2022 წლის სექტემბრიდან.
დოქტორმა ჰავასმა განაცხადა, რომ აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის არის დედოფალ ჰატშეფსუტის სამარხი ტაძრის მთავარი შესასვლელი კარის, ე.წ. „ველის ტაძრის“ საფუძვლის ნაშთები და ჰატშეფსუტის პერიოდის იშვიათი და უნიკალური ბარელიეფები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ბარელიეფები წარმოადგენს ქანდაკების ხელოვნების ერთ-ერთ უმშვენიერეს ნიმუშებს, რომელთა მცირე რაოდენობა მოიპოვება ეგვიპტის მუზეუმებში.
ასევე აღინიშნა, რომ აღმოჩენილი ბარელიეფები წარმოადგენს ველის ტაძრის ნაშთების საუკეთესოდ შენახულ ნაწილებს, რომლებიც განადგურდა რამზესის პერიოდში და მე-19 დინასტიის დროს (ძვ.წ. 1292-1186). ეს აღმოჩენები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ისტორიაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუქსორის რეგიონი სავსეა უნიკალური არტეფაქტებით, რომლებიც იზიდავს მკვლევარებსა და ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან.
ნანახია: 660
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss