2025-02-22

00:41

რას საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში?

მსოფლიო
20-02-2025 16:07

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ბოლო 3 წლის აქტიური დიპლომატიის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა იქნება იდეალური მასპინძელი რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე ამერიკასთან შესაძლო მომავალი მოლაპარაკებებისთვის“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ანკარაში.

შეხვედრა საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართა.

დახურული შეხვედრის შემდეგ გაიმართა სამუშაო სადილი, ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია და ერთობლივი პრესკონფერენცია.

ერდოღანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა: „როგორც თურქეთი, ჩვენ ყველგან გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ამ საკითხისადმი. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის აუცილებელია. მისი სუვერენიტეტი ჩვენთვის აუცილებელია. მშვიდობაში დამარცხებული არ არსებობს. ამჟამად მთელი მსოფლიო ელოდება მშვიდობას რუსეთ-უკრაინის ამ ომში“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატა სამძიმარი უკრაინის ხალხისადმი რუსეთ-უკრაინის ომის მე-4 წლის შესვლისას დაღუპულთა გამო და განაცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტი ხორციელდება დროს, როდესაც უკრაინაში ომის ძირითად დინამიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული დიპლომატიური ინიციატივა რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულებისთვის მოლაპარაკებების გზით ემთხვევა თურქეთის ბოლო 3 წლის პოლიტიკას.

„ჩვენი ქვეყანა იქნება იდეალური მასპინძელი რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაძლო მომავალი მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა განაცხადა: „მსურს აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ მამაც ნაბიჯებს, რომლებსაც ზელენსკი დგამს ყირიმელი თათრების, ჩვენი თანამემამულეების უფლებებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით იბრძვიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და იმედი მაქვს დამატებითი ნაბიჯები მომავალშიც გაგრძელდება“.

ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობები კვლავ მაღალ დონეზეა, რისთვისაც მადლობელი ვარ პრეზიდენტი ერდოღანისა და მთელი თურქი ხალხისა. თურქეთმა ძალიან პრინციპული პოზიცია დაიკავა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში“.

ზელენსკიმ განაცხადა: „თურქეთმა ხელი შეუწყო როგორც ჩვენი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირების გათავისუფლებას“.

რუსეთ-აშშ-ის (რიადის) შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ჩვენ ამის შესახებ მედიიდან შევიტყვეთ“.

მსგავსი სიახლეები

2025-02-21 13:08
მსოფლიო

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში მეფე თუტმოს II-ის 3,500 წლის წინანდელი აკლდამა აღმოაჩინეს!

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს „ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის მეფეების უკანასკნელი

2025-02-20 16:07
მსოფლიო

რას საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში

დახურული შეხვედრის შემდეგ გაიმართა სამუშაო სადილი, ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია

2025-02-19 12:50
მსოფლიო

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ოფიციალური

2025-02-19 12:36
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ორმხ

რუბიომ აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად ყველა მხარემ უნდა დათმოს და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში

2025-02-14 17:39
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას

ტრამპი არ შეხებია შეხვედრის დეტალებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რაც შეიძლება მალე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები