დანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან

დანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან (აშშ). ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
დანიის თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პოულსენი გუშინ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს პიტ ჰეგსეტს.
პოულსენმა შეხვედრის შესახებ განცხადებისას აღნიშნა, რომ მათ გადაწყვიტეს უკრაინისთვის ნატოს წევრობის შეთავაზება, თუმცა ამის განსახორციელებლად საჭიროა ნატოს წევრების თანხმობა და დასძინა: „დანიასა და აშშ-ს განსხვავებული შეხედულებები აქვთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე“.
პოლსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას: „ჩემი აზრით, 2025 წელს ევროპას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს უკრაინის დასახმარებლად“, თქვა მან გაცხადებაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს უკრაინის გაწევრიანებას ნატოში „სიცოცხლისუნარიანად“.
„დიდი ხანია ამბობდნენ, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება და ეს ჩემთვის კარგია, შეუძლებელია უკრაინის ნატოში გაწევრიანება“, განაცხადა მან.
ნანახია: 128
მსგავსი სიახლეები

რას საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში
დახურული შეხვედრის შემდეგ გაიმართა სამუშაო სადილი, ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით
პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ოფიციალური

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ორმხ
რუბიომ აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად ყველა მხარემ უნდა დათმოს და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას
ტრამპი არ შეხებია შეხვედრის დეტალებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რაც შეიძლება მალე

დანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატე
პოლსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას: ჩემი აზრით, 2025 წელს
clickss