2025-10-18

18:33

დონალდ ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას

მსოფლიო
05-02-2025 12:06

ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ უკრაინა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში არსებულ იშვიათ წიაღისეულზე წვდომას მისცემს. საუბარია იშვიათ მინერალებზე. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გააკეთა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ მას მიანიშნა, რომ ღიაა ტრამპის მიერ გაჟღერებულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.

„ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის შესახებ, მათ ძალიან იშვიათი მინერალების მარაგი აქვთ. ჩვენ გვსურს, რომ ის, რაც მივეცით გარანტიის სახით, დავიბრუნოთ. გარანტიები გვჭირდება. ფულს ხელში ვაძლევთ, ასევე, აღჭურვილობასაც. ევროპელები აქ ვერ გვეწევიან, ეს უნდა გამოასწორონ. ჩვენ შორის ოკეანეა და ისინი ვერ გვითანაბრდებიან. მათთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ისინი იმდენს მაინც უნდა იხდიდნენ, რამდენსაც ჩვენ. ჩვენზე მეტსაც კი უნდა იხდიდნენ, თუმცა ეს მილიარდობით დოლარით ნაკლებია, ამიტომაც უკრაინასთან გარიგების დადება გვინდა, იმის უზრუნველსაყოფად, რასაც ვაძლევთ. მათ ეს საკუთარი მინერალების მარაგით და სხვა რამით უნდა აანაზღაურონ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები