ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი შვეულმფრენს შეეჯახა
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან ახლოს, სამგზავრო თვითმფრინავი 60 მგზავრითა და ეკიპაჟის 4 წევრით, და სამხედრო შვეულმფრენი 3 სამხედრო პერსონალით ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ და მდინარეში ჩავარდნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) წერილობითი განცხადების თანახმად, რონალდ რეიგანის აეროპორტთან ახლოს თვითმფრინავი და სამხედრო შვეულმფრენი ერთმანეთს შეეჯახნენ.
American Airlines-ის კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავი და სამხედრო შვეულმფრენი შეჯახების შემდეგ პოტომაკის მდინარეში ჩავარდნენ.
ჰაერისა და მდინარის ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო სამაშველო სამსახურები სწრაფად ცდილობენ მოახერხონ შესაძლო გადარჩენილების მდინარიდან ამოყვანა.
აეროპორტში ყველა ფრენა სასწრაფოდ შეჩერდა და რეგიონში უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ნანახია: 81
მსგავსი სიახლეები
clickss