საგარეო უწყება - მწუხარებას გამოვთქვამთ კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს ამ რთულ პერიოდში
მსოფლიო
21-01-2025 17:07
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების სამძიმრის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პირი.
ნანახია: 135
მსგავსი სიახლეები
clickss