თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო
21-01-2025 17:00
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, - ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში ადგილობრივი დროით 03:27 საათზე გაჩნდა.
მინისტრმა იერლიქაიამ დაღუპულების ოჯახებს სამძიმარიც გამოუცხადა.
მომხდართან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელეს მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებმაც.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი.
ნანახია: 67
მსგავსი სიახლეები
clickss