2025-09-19

09:21

დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი

მსოფლიო
21-01-2025 13:09

დონალდ ტრამპმა კონგრესში გამართულ ცერემონიაზე ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველ გამოსვლაში ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არალეგალური იმიგრანტების პრობლემაზე და აღნიშნა, რომ 2019 წლის მსგავსად, კვლავ გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-მექსიკის საზღვართან დაკავშირებით, აღკვეთს უკანონო იმიგრაციას და გააძევებს ამ პირებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაასრულებს რესპუბლიკელების მიერ „დაიჭირე და გაათავისუფლე“ წოდებულ პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმიგრანტების გათავისუფლებას ქვეყანაში სასამართლო საქმის მოლოდინში.

ტრამპმა, რომელმაც არალეგალურ იმიგრანტებს „კრიმინალები“ უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ აშშ სამხრეთ საზღვარზე ჯარს გაგზავნის.

ტრამპის გამოსვლა ხშირად წყდებოდა პარტიის წევრების ტაშით.

მან განაცხადა: „მალე მექსიკის ყურეს გადავარქმევთ ამერიკის ყურეს“.

ტრამპმა თქვა: „ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკაა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი“.

აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა: „პანამის არხს დავიბრუნებთ“.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები